ბათუმში ბინის ყიდვა ახლა ღირს?

ბათუმში ბინის ყიდვა ახლა ღირს?

by Kosia Sim -
Number of replies: 0

გამარჯობა. ბოლო დროს აქტიურად ვუყურებ ბათუმში ბინების გაყიდვის განცხადებებს და მივხვდი, რომ არჩევანი ბევრად დიდია ვიდრე მეგონა. თავიდან მხოლოდ პატარა ბინებს ვეძებდი, მაგრამ ახლა უფრო ფართო ვარიანტებსაც ვაკვირდები, რადგან ფასებში დიდი სხვაობა არ არის. განსაკუთრებით მაინტერესებს ახალი კორპუსები და ისეთი უბნები სადაც ყოველდღიურად ცხოვრება კომფორტული იქნება. ზოგ განცხადებაში მხოლოდ ფოტოებია და რთულია რეალურად მიხვდე რა მდგომარეობაშია ბინა. ასევე ვერ გავიგე რომელი რაიონებია უფრო აქტიურად განვითარებული ახლა. იქნებ ვინმეს გქონიათ ბოლო პერიოდში მსგავსი გამოცდილება და მირჩიოთ რას უნდა მივაქციო ყურადღება სანამ საბოლოოდ გადავწყვეტ.